საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემის პერსპექტივებზე მემორანდუმი გაფორმდა.
18 დეკემბერს აზერბაიჯანში მყოფი "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საბჭოს თავმჯდომარე დავით თვალაბეიშვილი აზერბაიჯანის “Azerenerji”-ის დირექტორს ბაბა რზაევს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ამავე დროს, მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე და 330 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით დისკუსიები მიმდინარეობდა.

წყარო: AzərTAC
Print
თეგები: memorandum Gürcüstan Azərbaycan