2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.3 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6
პროცენტით აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 24%-ით გაიზარდა ექსპორტი
და 3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 16.8%-ით გაიზარდა და 8.3
მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით, სპილენძის
მადნებსა და კონცენტრატებს ყიდის; მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები;
მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს
ყურძნის ნატურალური ღვინოები და სიგარები, სიგარილები და სიგარეტები
ინაწილებენ.
რაც შეეხება, ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტს, ყველაზე დიდი რაოდენობით
ვყიდულობთ, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს; მე-2 ადგილზეა - მსუბუქი
ავტომობილები; ხოლო მესამეზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია;
მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დაფასოებული მედიკამენტები და ნავთობის
აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იკავებს.