1-ელი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა
2019 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით იზრდება - ყველა პენსიონერი ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს.
პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, მკვეთრად გამოხატული 1-ელი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს. ამასთან, შშმ ბავშვები პენსიის სახით 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები