ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მლნ აშშ დოლარი (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 43.8 მლნ დოლარით რუსეთი ლიდერობს; მას მოსდევს იტალია, საიდანაც 20 მლნ დოლარი შემოვიდა; ხოლო მე-3 ადგილზეა საბერძნეთი 17.1 მლნ დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ინაწილებენ, შესაბამისად, 15.1 მლნ და 13 მლნ დოლარით.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (57.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.8 მლნ აშშ დოლარისა (51.8 მლნ ლარისა) 2017 წლის დეკემბერში.


წყარო:www.bpn.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები