კრიმინალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში რამდენიმე ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1958 წელს დაბადებული დ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ა. მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, ისნის რაიონში, 9 ავტომანქანის გვერდითი ხედვის სარკეების მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ ავტომანქანებიდან მოხსნილი გვერდითი ხედვის სარკეები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

წყარო: police.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ბანგლადეშში 19 წლის ნასრა ჯაჰან რაფი, რომელმაც
სკოლის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა,
17:55 / 18.04.2019
ბანგლადეშში 19 წლის ნასრა ჯაჰან რაფი, რომელმაც სკოლის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე,
გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის
11:37 / 18.04.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
09:18 / 18.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან სამი მუშა
ჩამოვარდა.
10:47 / 17.04.2019
„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
13:09 / 16.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც
მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მდინარე მტკვარში
გუშინ ღამე იპოვნეს.
12:07 / 16.04.2019
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მდინარე მტკვარში გუშინ ღამე იპოვნეს.
თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი
ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა
სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა.
11:44 / 16.04.2019
თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა.
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის
ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ
მოხდა.
11:32 / 16.04.2019
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.