სიახლე
ყიდულობს თუ არა „მაგთი“ „ბილაინს“ - კომპანიის განცხადება
კომპანია „მაგთიკომი“ შპს „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. თუმცა, „მაგთიკომის“ განცხადებით, კომპანია „ბილაინის“ შეძენას არ გეგმავს.

„მაგთიკომი“ აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ბილაინის“ შეძენის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. „მაგთიკომს“ არც ერთ ეტაპზე არ გამოუხატავს ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში.

აღნიშნული მცდარი ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია მიზნად ისახავდეს „ბილაინის“ სავაჭრო ფასის აწევას,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ბილაინის“ გაყიდვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში კომუნკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა გააჟღერა. მისი თქმით, „კომპანიას ბაზრიდან გასვლა აქვს გადაწყვეტილი და ყიდის ბიზნესს“. თუმცა, იმავე პერიოდში შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებით, „იმ კონკრეტულ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობდა“.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და
ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ИА REGNUM-ს
დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან
აცნობეს.
აქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ИА REGNUM-ს დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
მავრიტანიის ნაპირებთან უკრაინულ გემზე „ივან
გოლუბეცი“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან
დაშავებულები.
მავრიტანიის ნაპირებთან უკრაინულ გემზე „ივან გოლუბეცი“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
ნიგერიაში გატაცებული თურქეთის 4 მოქალაქის
გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.
ნიგერიაში გატაცებული თურქეთის 4 მოქალაქის გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების
პირველადი მონაცემების მიხედვით,
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემების მიხედვით,
მექსიკის პოპულარულ კურორტ აკაპულკოში უცნობი
პირები ბარ Mr. Bar-ის კლიენტებს თავს დაესხნენ.
მექსიკის პოპულარულ კურორტ აკაპულკოში უცნობი პირები ბარ Mr. Bar-ის კლიენტებს თავს დაესხნენ.
ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის
მამაკაცი გარდაიცვლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.
ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის ინფორმაციით,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,
18 ივლისს, მარნეულის
მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
18 ივლისს, მარნეულის მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.