ყიდულობს თუ არა „მაგთი“ „ბილაინს“ - კომპანიის განცხადება
კომპანია „მაგთიკომი“ შპს „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. თუმცა, „მაგთიკომის“ განცხადებით, კომპანია „ბილაინის“ შეძენას არ გეგმავს.

„მაგთიკომი“ აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ბილაინის“ შეძენის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. „მაგთიკომს“ არც ერთ ეტაპზე არ გამოუხატავს ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში.

აღნიშნული მცდარი ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია მიზნად ისახავდეს „ბილაინის“ სავაჭრო ფასის აწევას,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ბილაინის“ გაყიდვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში კომუნკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა გააჟღერა. მისი თქმით, „კომპანიას ბაზრიდან გასვლა აქვს გადაწყვეტილი და ყიდის ბიზნესს“. თუმცა, იმავე პერიოდში შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებით, „იმ კონკრეტულ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობდა“.

წყარო: BPN
Print