სიახლე
ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია – თურნავა ენმ-თვის შეწირულ 35 ათასზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” საკუთარი ფული არ შეუწირავს და კომპანიამ მისი ანგარიში ტრანზაქციისთვის გამოიყენა.

საუბარია 2012 წელზე, როდესაც თურნავა საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (GIG) გენერალური დირექტორი იყო, მაშინ მან მმართველ პარტიას 35 ათასი ლარი შესწირა.

“ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი არ ვარ. მე საკუთარი თანხა “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ შემიწირავს. მართლაც, ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია და იმ დროს რა კომპანიაში ვმუშაობდი, რამდენიმე მაღალი რანგის მენეჯერის ანგარიში იყო გამოყენებული ამ ტრანზაქციისთვის. თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ, რატომ ხდებოდა ეს მაშინ და რასთან იყო დაკავშირებული,” – აცხადებს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრი არ არის პირველი მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” 2012 წელს თანხის გადარიცხვას ამართლებს. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2012 წლის 2 აგვისტოს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შესწირა. ბახტაძემ 2018 წლის 19 ივნისს ენმ-ის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკუთრი თანხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს შეუწირავს. რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში ენმ-სთვის მისი სახელით შეწირულ 20 000 ლარს, ბახტაძე ამბობს, რომ მისი ანგარიში მხოლოდ “ტექნიკურად გამოიყენეს”.

წყარო: Netgazeti
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა
სარგებლობდნენ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და
მონიტორინგის სამსახურის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,