სიახლე
რატომ გაძვირდა საწვავი?
საწვავი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10-15 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დღეს მოქმედი მაქსიმალური ფასებია: 1 ლიტრი ევრო-რეგულარი - 2.44 ლარი, პრემიუმი - 2.54 ლარი, სუპერი - 2.64 ლარი, დიზელი - 2.64 ლარი.

საწვავის გაძვირებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. როგორც ვანო მთვარელაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ფასის ზრდა განპირობებულია S&P Global Platts-ის მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასის მატებით, ამასთან, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.

„საქართველოში ბოლო პერიოდში საწვავის ფასის ზრდა განპირობებულია S&P Global Platts-ის მიხედვით, ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასის მატებით. კერძოდ: S&P Global Platts-ის თანახმად, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. ბენზინის ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით, 181.75$-ით/ტონაზე, ანუ 38.4%-ით 655.0 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით, 128.75$-ით/ტონაზე, ანუ 25.4%-ით 634.75 დოლარამდე/ტონაზე. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფასები წინა დღეების განმავლობაში გაცილებით მაღალი იყო.

ასევე, აღსანიშნავია, საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელზეც ასევე დამოკიდებულია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, შეადგენდა 2,6727 ლარს და დღეისთვის მისი გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, შეადგენს 2,7435 ლარს.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ფასი გაიზარდა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10-15 თეთრით ლიტრაზე“,-აცხადებს ვანო მთვარელაშვილი.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა
სარგებლობდნენ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და
მონიტორინგის სამსახურის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,