რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელში
წერს, რომ ევროპარლამენტმა, შესაძლოა, საქართველოს 60 მილიონი ევროს
დახმარება შეუჩეროს.
როგორც იოზვაკი იტყობინება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის
წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წამყვან ევროპარლამენტარებს
საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“როგორც ჩანს, ისინი მხარს დაუჭერენ ევროკავშირის მიკროფინანსური
დახმარების შეწყვეტას საქართველოსთვის. შემდეგი ტრანში ოქტომბრისთვის
60 მილიონ ევროს შეადგენს”, – წერს რიკარდ იოზვაკი.
რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიტიკურ
კონსენსუსზე უარის თქმა, ევროკავშირი-საქართველოს შემდგომ
ურთიერთობებზე გავლენა იქონიებს.
“პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის
თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ
ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი,
კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური
დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის
შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის
მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო
მხარდაჭერას უკავშირდება. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური
მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების
წარმოდგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან
პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე, ვიდრე ისინი არ მოახდენენ
კომპრომისათვის რეალური მზაობის დემონსტრირებას საკუთარი
მოქალაქეებისა და თავისი ქვეყნის მომავლის ინტერსებიდან
გამომდინარე”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების
ერთობლივ განცხადებაში.
წყარო:
tv4.ge