ლარის გამყარება რომ არა, საწავავის ფასი 3-ლარიან ნიშნულს ნამდვილად გადასცდებოდა - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
ლარის გამყარება რომ არა, საწვავის ფასი 3-ლარიან ნიშნულს ნამდვილად გადასცდებოდა - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო სანავთობე ბაზარზე მიმდინარე პროცესების გამო, დღეს საქართველოში საწვავზე ფასების სტაბილიზაცია რთული იქნება.

,,დღეს მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასთან მიმართებით რთული სიტუაციაა და ცხადია, ეს აისახება საქართველოზეც. შარშან, გაზაფხულზე პანდემიის გავლენით დიდი კლება იყო ნავთობის ფასებზე. ამის შემდეგ, ცხადია ეკონომიკის ამოქმედებასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნაც და ფასებიც.

ბოლო პერიოდში ლარი კი მყარდება, მაგრამ ამის პარალელურად საერთაშორისო ფასები პლატცზე იზრდება. დღეს ერთი ტონა ბენზინის ფასი პლატცის მიხედვით არის 733 დოლარი, ეს არის 80-85-დოლარიანი მატება. ასევე, ანალოგიურ პერიოდში 60 დოლარით არის გაზრდილი დიზელის ფასი.

ფაქტობრივად, ლარის გამყარებამ დააბალანსა გაზრდილი საერთაშორისო ფასი. თუმცა ეს ბოლომდე ვერ დაბალანსდა და ამიტომ მოიმატა ფასმა. ლარის გამყარება რომ არა, საწავავის ფასი საქართველოში იქნებოდა მკვეთრად მაღალი. გამიჭირდება ზუსტი რიცხვის დასახელება, მაგრამ 3-ლარიან ნიშნულს ნამდვილად გადასცდებოდა. ვსაუბრობ რეგულარის ტიპის საწვავზე.

პირველ რიგში, სიტუაციის სტაბილიზაცია იქნება რთული საერთაშორისო ფასების და ლარის კურსის გათვალისწინებით. მეტიც, რიგ ოპერატორებს შეიძლება მოუწიოთ ფასის მატება“-განაცხადა მთვრალაშვილმა ,,საქმეში“.

ცნობისთვის, ერთ წელიწადში საქართველოში საწვავის ფასი საშუალოდ 33.5%-ით გაიზარდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები