აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა
"Azeri LT CIF"-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,57 აშშ დოლარით (0,57%-ით) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 73,98 აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი "Azeri LT CIF"-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები