ინფლაცია საქართველოსა და სამეზობლოში - ოქტომბერი
საქართველოში ფასების დონის სწრაფი ტემპით ზრდა ოქტომბერშიც გაგრძელდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 12.8% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიზანია ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, რაც ინფლაციის მოთოკვას ვერ ახერხებს.

ამასთან ქვეყანაში ინფლაცია 12.8% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ყველაზე მნიშვნელოვან სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:
  • ტრანსპორტი - ზრდა 19.6%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 18.4%
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 11.9%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 11.3%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 11.2%
უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2021 წლის ოქტომბერში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.89% შეადგინა. ხოლო იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:
  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 27.41%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 25.23%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები- ზრდა 23.03%
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 21.30%
აზერბაიჯანში ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი აღმავალი ტენდეციით ხასიეთდება, რასაც ცხადყოფს ოქტომბრის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 10% შეადგინა. რუსეთში კი, წლიური ინფლაცია 8.1%-ით განისაზღვრა.

სომხეთში ფასების დონის ზრდის ტემპი ისევ მაღალია და ოქტომბერში მან 9.1% შეადგინა. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა, მათ შორისაა:
  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 16 %
  • ტანსაცმელი- ზრდა 11.7%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ზრდა 9.7%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა- ზრდა 9.3%.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები