ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 127.1 მლნ დოლარით გაიზარდა
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით ჯამში 142.3 მლნ დოლარი მიიღო, ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 127.1 მლნ დოლარით მეტია.

გარდა ამისა, 2021 წლის ოქტომბერში მიღებული შემოსავლები ჩამორჩება წინა თვის მონაცემებს, უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან 161.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს ტენდეცია ბუნებრივია, რადგან ზოგადად ზაფხულის შემდეგ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად, შემოსავლების მოცულობა მცირდება. მაგალითად სექტემბერში მიღებული შემოსავლები ჩამორჩება აგვისტოში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, რაც კლებად ტენდეციაზე მიუთითებს. ჯამში 2021 წელის 10 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ჯამში 188 800 ვიზიტორი ეწვია, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 144 300 -ით მეტია, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 20 800 ტურისტით ნაკლები.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები