2022 წლის იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 522,881
მლნ ლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
61,997 მლნ ლარით, დაახლოებით 10,5%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება კონკრეტულად აპრილს, გასულ თვეს კომერციული ბანკების
მოგებამ 109,394 მლნ ლარი შეადგინა, რაც 63,677 მლნ ლარით ნაკლებია
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის აპრილში ბანკების
მოგება 173,071 მლნ ლარს შეადგენდა.
2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:
- იანვარი - 212,695 მლნ ლარი
- თებერვალი - 90,610 მლნ ლარი
- მარტი - 110,181 მლნ ლარი
- აპრილი - 109,394 მლნ ლარი
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის
მიხედვით, 2022 წლის აპრილში კომერციული ბანკების შემოსავლებმა
შეადგინა 526,431 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო
438,941 მლნ ლარი. აპრილში კომერციული ბანკების ხარჯებმა 390,600 მლნ
ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა
შემოსავალმა 7,090 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა
წმინდა მოგებამ 39,014 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში
ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 41,972 მლნ
ლარის შემოსავალი მიიღეს.