ესკომ 2022 წლის იანვარ-აპრილის ენერგობალანსის დოკუმენტი
გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად,
წელს საქართველოს ეკონომიკამ 5 გიგავატი საათი ელექტროენერგია
მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გაზრდილია ადგილობრივი ენერგო გენერაცია,
რამაც წელს 4.1 გიგავატ საათი შეადგინა, საიდანაც 2.6 გიგავატი ჰიდრო,
1.5 გიგავატი კი თბოელექტროსადგურების გამომუშავება იყო. მთლიანობაში
ადგილობრივი გამომუშავება წელს 38%-ით გაიზარდა, საიდანაც
თბოსადგურების გამომუშავების ზრდა 62%, ჰიდროელექტროსადგურების კი 27%
იყო.
სტატისტიკის მიხედვით იზრდება იმ კომპანიების მიერ მოხმარებული
ელექტროენერგიის მოცულობა, რომლებიც დენს თელასის და ენერგო-პროს
გვერდის ავლით, “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსით იღებენ. ასეთი დღეს
30-მდე კომპანიაა, რომელთა ჯამური მოხმარებაც 1.3 გიგავატ საათია, ეს
წინა წელთან შედარებით 41%-ით მეტია.
თელასის აბონენტების მოხმარება 960 მილიონი კილოვატ საათი; ენერგო
პროს აბონენტთა მოხმარება კი 1.2 გიგავატ საათი.
რაც შეეხება მოხმარებას, თელასის/თელმიკოს მომხმარებლებმა (თბილისმა)
2022 წლის 4 თვეში 960 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია
მოიხმარა, სხვა რეგიონებმა (ენერგო პრო ჯორჯიას) აბონენტებმა 1.2
გიგავატ საათი მოიხმარეს. აფხაზეთის რეგიონის მოხმარება 1.2 გიგავატ
საათი იყო.