სომხეთი ზოგიერთი პროდუქტის, მათ შორის ხორბლისა და წიწიბურის, ექსპორტს კრძალავს
სომხეთმა ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლის, ზეთისხილისა და ქერის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროდუქტების სომხეთის ადგილობრივი წარმოება ქვეყნის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და ეს ხდება ძირითადად იმპორტის ხარჯზე.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები