ზეთზე საექსპორტო გადასახადის ზრდა პირდაპირ პროპორციულად ფასის მატებას არ ნიშნავს - იმპორტიორი
1-ლი აგვისტოდან რუსეთის ზეთზე და შროტზე საექსპორტო გადასახადი 127 დოლარით გაიზარდა. ქართულ ბაზარზე ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ეს პირდაპირ პროპორციულად ფასის ზრდას არ ნიშნავს. მეტიც, მისი მოლოდინია, რომ რუსეთში ფასწარმოქმნის ახალი მექანიზმის გამო, შეიძლება ფასები შემცირდეს კიდეც.

„ბაზრის ტექნოლოგიები და კომპონენტები ბოლო პერიოდში მთლიანად შეიცვალა. ზეთის ფასი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია კურსზე რუსულ რუბლსა და დოლარს შორის. კომპონენტები, რაც აქამდე იყო, ინდიკატიური ფასი -ანუ საშუალო გამოყვანილი დოლარზე, ეს მიდგომა მთლიანად შეცვლილია. გადაიყვანეს რუბლებზე და გაყინეს. შესაბამისად, ფასწარმოქმნა, რომელიც ექსპორტისთვის ყალიბდება, გაყინული რუსული რუბლზეა და მერე გადაჰყავთ დოლარზე, იმ თარიღში, როცა კონტრაქტს აფორმებ. შესაბამისად, ცვლილება, რომელიც რუბლშია, შეიძლება საერთოდ არ აისახოს.

ყველაფერი ისე უცნაურად დალაგდა, რომ ექსპორტის გადასახადის ზრდით, შეიძლება ბაზარი ისე ჩამოყალიბდეს, რომ ფასი იგივე დარჩეს. მეტიც, შეიძლება ფასმა დაიკლოს კიდეც და ჩემი, პირადი მოლოდინი ასეთია, რომ კლების ტენდენცია იქნება. აღარ არსებობს ასეთი ფორმულა, რომ გადასახადის ზრდა, გაზრდის ფასს",
- აგნუცხადა რამიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს".

შეგახსენებთ, 1-ლი აგვისტოდან რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე წინა თვის 8615,9-დან 15,987,1 რუბლამდე (148-დან 275 დოლარამდე), შროტზე კი 1819-დან 2,265,4 რუბლამდე (31,5-დან 39 დოლარამდე) ზრდის. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები