„მომხმარებლები დაბალი ხარისხის ცემენტში იხდიან უფრო მეტს“ - რა დარღვევები აღმოაჩინა ცემენტის ასოციაციამ ბაზარზე
ცემენტის 400 ნიმუშიდან 65% ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს - ეს დასკვნა ცემენტის ასოციაციის მიერ წარდგენილი კვლევის შედეგია.

ანგარიშით ირკვევა, რომ 2017 წლის იანვრიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციამ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მასალების აკრედიტებულ ლაბორატორიებში ცემენტის 400-მდე ნიმუშის ტესტირება მოახდინა.

კვლევის მიხედვით, დაახლოებით ერთი მესამედი (35%) აკმაყოფილებს ან აჭარბებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს (EN197-1 და EN413). საგანგაშოა, რომ 65%-მა ვერ დააკმაყოფილა EN სტანდარტის მოთხოვნები - რაც, მათივე პოციზიით, დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ მომხმარებლები ჯერ კიდევ მოტყუებული რჩებიან როგორც სამშენებლო უსაფრთხოების, ისე ფასის თვალსაზრისით.

20 ნიმუშიდან, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტის მოთხოვნები, 75% წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით, მათ შორის ექვსმა კრიტიკულად დაბალი 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<15 მპა) აჩვენა.

12 ნიმუშიდან ხუთი (42%) წარმოებულია ასევე ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით, ხოლო 4 ადგილობრივი მწარმოებლის მიერ ადგილობრივი კლინკერის ბაზაზე.

ყოველივე ზემო აღნიშნული მიანიშნებს რომ მომხმარებლები დაბალი ხარისხის ცემენტში იხდიან უფრო მეტს:
  • ხარისხიანი შეფუთული ცემენტის ფასი - 16 ლარი ტომარა
  • ცემენტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს - 15 ლარი ტომარა
  • კრიტიკულად დაბალი ხარისხის ცემენტის ფასი - 17 ლარი ტომარა
„სტატისტიკა ამყარებს ზემოაღნიშნულ დასკვნებს და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. მე-12 ფარული ტესტირებისთვის შეფუთული ცემენტის ტომრები თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმსა და აგარაში შეიძინეს. შემოწმებული 32 ნიმუშიდან 24 წარმოებულია 12 ადგილობრივი კომპანიის მიერ, 8 - ოთხი თურქული კომპანიის მიერ. 1 ნიმუშის მწარმოებელი უცნობია, რადგან მათ ტომარაზე მწარმოებელზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.

2022 წლის შედეგები კვლავ ადასტურებს შემაშფოთებელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სეზონის პიკის პირობებში ბაზარზე ხელმისაწვდომია უვარგისი და კრიტიკულად დაბალი ხარისხის შეფუთული ცემენტი, გაზრდილი ოდენობით",
- წერია განცხადებაში.

ასოციაცია, დამატებითი დეტალების შესახებ ბრიფინგს გამართავს, სადაც მათი თქმით, გამოსავლის გზებსაც შესთავაზებენ სახელმწიფოს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები