უფასო სამგზავრო ბარათები შშმ პირებისთვის მარნეულში
შეზღუდული შესაძლებლობის პირები მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. სპეციალური სამგზავრო ბარათები შშმ პირებს დღეს, 22 ნოემბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს. საქართველოს უსინათლოთა კავშირის, ბოლნისის, მარნეულის და დმანისის გაერთიანებული ფილიალის თავმჯდომარემ სურიკ ჩიჩიანმა მარნეულის მერიაში 2021 წლის დეკემბერში შეიტანა განცხადება და სთხოვა, შშმ პირებისთის უფასო მგზავრობის სერვისის დანერგვა.



„მადლობელი ვართ მუნიციპალიტეტის, რომ გაითვალისწინეს ჩვენი განცხადება. გვითხრეს, მძღოლს აჩვენებთ და ჩამოხვალთ უსინათოების შემთხვეაში, გამცილებელთან ერთად. მე ჩემი ბენეფიციარების სახელით ყველას მადლობას ვუხდი. იმედია შემდეგშიც დაგვეხმარებიან და გაითვალისწინებენ ჩვენს საჭიროებებს. თითქოს 50 თეთრი არაფერია მგზავრობისთის, მაგრამ ჩვენთვის, ვინც პენსიონერები ვართ და შემოსავალი სხა არაფერი გვაქავს, დიდი შეღავათია“ - ამბობს უსინათლო სურიკ ჩიჩიანი

„ეს შეხვედრა ძალიან კარგი იყო. ყველას მადლობას ვუხდით. მე ვფიქრობ, რომ დღითიდღე ყველაფერი უფრო კარგად მიდის. ძალიან ზრუნავენ ჩვენზე. ყურადღებას აქცევენ შშმ პირებს“- ამბობს გიას სიამილოვი.

„ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ მარნეულში შშმ პირებისთვის უფასო მგზავრობა მნიშვნელოვანი პროექტია. ამ პროექტის ყველა ორგანიზატორს ვუხდი მადლობას. ეს დიდი ნაბიჯია. ასეთი პროექტი თბილისში დიდი ხანია არსებობს. მაგრამ მარნეულშიც ამის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“- შაბან მამედოვი აცხადებს



როგორც რადიო მარნეულს მარნეულის შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ შუბითიძემ უთხრა, უფასო მგზავრობა ვრცელდება მუნიცპალურ ტრანსპორტზე, მარნეულის მასშტაბით.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში დაინერგა ახალი სერვისი უფასო მგზავრობა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. დღეიდანვეა ეს ბარათები აქტიური და შეუძლიათ მოქალაქეებმა ისარგებლონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ განცხადებით მომართული მერიისთვის და ვისაც სურს ისარგებლონ უფასო სერვისით ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უნდა მოგვმართონ განცხადებებით. ამის გარეშე ვერ გავცემთ. 500-მდე ბენეფიციარია მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ჩვენ მზად ვართ ყველასთვის დავამზადოთ უფასო მგზავრობის ბარეთები“


მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო 2019 წელს შეიქმნა. შშმ პირთა საბჭო მარნეულში შშმ პირთა საბჭო სულ 9 წევრისაგან შედგება. მასში მარნეულის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, შშმ პირები, შშმ ბავშვთა მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები