მაღალი მობილობის ადგილებში შესაძლოა პარკირება აიკრძალოს – წილოსანი
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, შესაძლოა თბილისში მაღალი მობილობის ადგილებში მსუბუქი ავტომობილების პარკირება აიკრძალოს.

„პარკირება არის საგზაო მოძრაობის მართვის ერთ-ერთი მექანიზმი… შეიძლება, საერთოდაც პარკირების ადგილებიც გაუქმდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალია მობილობა. რამდენჯერმე გავიმეორე და ახლაც ვამბობ, რომ პარკირება არის ერთ-ერთი მართვის მექანიზმი და შესაძლოა, რომ პარკირებაც შეიზღუდოს და რიგ შემთხვევებში შეიძლება ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდოს და გზა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს, ან ქვეითისთვის“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წილოსანის განცხადებით, ქალაქში ე.წ. დისტრიბუციის მანქანებისთვის გამოიყოფა სპეციალური საპარკინგე ადგილები, სადაც მხოლოდ მათ შეეძლებათ გაჩერება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები