ნოემბერში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ მაჩენებელს გადააჭარბა
2022 წლის ნოემბერში თბილისის აეროპორტში 2019 წლის ნოემბრის მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას “ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

კერძოდ, ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები