2022 წლის ნოემბერში თბილისის აეროპორტში 2019 წლის ნოემბრის
მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა
- ამის შესახებ ინფორმაციას “ტავ ჯორჯია" ავრცელებს.
კერძოდ, ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს
მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე
8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით,
42%-იანი ზრდაა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს
მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო
2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.