აზერბაიჯანის მშპ და გაზის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა
2022 წელს აზერბაიჯანის მშპ-მ რეკორდულ 80 მლრდ დოლარს (134 მლრდ მანათი) მიაღწია - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის საგარეო ვაჭრობამ 50 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო დადებითმა სავაჭრო სალდომ 25 მლრდ დოლარი.

როგორც ცნობილია, აზერბვაიჯანის მშპ 2021 წელს 54,6 მლრდ დოლარი იყო (92 მლრდ მანათი). შედეგად კი 2022 წელს ქვეყნის მშპ 1,4-ჯერ გაიზარდა.

ალიევის განცხადებით, ქვეყნის საგარეო ვალი 7 მლრდ დოლარს ჩამოსცდა, ის 2022 წლის დასაწყისში მშპ-ს 17%-ს შეადგენდა, ახლა კი 9,5%-ია. ამასთან, პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა მაღალი ინფლაციის გამო, რომელმაც აზერბაიჯანში გასულ წელს 13,9%-ს მიაღწია.

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი 2023 წელს ევროპას 12 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. სულ კი ქვეყანა ექსპორტზე გაიტანს 24 მლრდ კუბურ მეტრ გაზს. მისი თქმით, 2021 წელს აზერბაიჯანმა ევროპას 8 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, 2022 წელს კი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ TAP მილსადენით ევროპას 19,4 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები