საქართველოდან ადგილობრივ ექსპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა - Top-10 ქვეყანა, სადაც პროდუქცია გავყიდეთ
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 914.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.3 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 54.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6 პროცენტით შემცირდა და 497.2 მლნ აშშ დოლარი გაუტოლდა.

„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობის პროდუქცია გაყიდა:
  • რუსეთი - 106.9 მლნ აშშ დოლარი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 33.5%
  • ჩინეთი - 106.1 მლნ აშშ დოლარი. ზრდა - 17.9%.
  • თურქეთი - 57.1 მლნ აშშ დოლარი. ზრდა - 2.1%
  • ბულგარეთი - 34.5 მლნ აშშ დოლარი. კლება - 58.8%.
  • სომხეთი - 26.1 მლნ აშშ დოლარი. ზრდა - 66.1%
  • ესპანეთი - 19.8 მლნ აშშ დოლარი. ზრდა - 597%
  • პერუ - 17 მლნ აშშ დოლარი. კლება - 5.9%
  • აზერბაიჯანი - 16 მლნ აშშ დოლარი. ზრდა - 11.5%
  • შვეიცარია - 13.5 მლნ აშშ დოლარი. კლება - 4.7%
  • აშშ - 11.1 მლნ აშშ დოლარი. კლება - 71.6%

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები