დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) ქვეყნებში ექსპორტი
იზრდება. საქსტატის მონაცემებით,
წელს თებერვალში საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში 255,203 მლნ აშშ
დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 164,896 მლნ
აშშ დოლარის, ხოლო 2020 წლის თებერვალში - 131,237 მლნ აშშ
დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წელს თებერვალში
ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა.
ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები -128,136 მლნ აშშ
დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 14,786 მლნ აშშ
დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი
შემცვლელებისაგან - 7,999 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 7,440 მლნ აშშ
დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით
80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 6,061 მლნ აშშ
დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5,605 მლნ აშშ
დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 4,685 მლნ აშშ
დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის
დანამატების შემცველობით - 4,453 მლნ აშშ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი
მანქანები და სხვა - 3,474 მლნ აშშ დოლარი
- ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან
- 3,390 მლნ აშშ დოლარი