ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, 2023 წელს
კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის (ჩანდლერი)
მოსავალი მიიღეს, ნუშის მოსავალმა კი 2,000 ტონა შეადგინა.
ამასთან, კაკლის გამოსავლიანობა (ნიგოზი) 48% იყო, ხოლო ნუშის - 30%.
ასოციაციამ ჯამში, 200-მდე ნუშის და კაკლის მწარმოებელი ფერმერი
გამოკითხა.
ამასთან, წინა
წელს ნუშის და კაკლის აგროინდუსტრიაში ჩართულმა 180-მა
ფერმერმა საერთო ჯამში, კომერციული ბაღებიდან, დაახლოებით 1,300 ტონა
ნუში და 2,000 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღო.