ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია
შესული.
ბაკურიანში დამსვენებლების სიმრავლეა, რაც ადგილობრივი ფასებითაც
გამოიხატება: დამსვენებლები აღნიშნავენ, რომ რაც წელს იქ ხდება, ყველა
ზღვარს სცდება.
„მაგალითად, ერთ-ერთ ჩაიხანაში 4 ჭიქა ჩაიში გადავიხადე
25 ლარი, ოღონდ ეს იყო 4 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 ცალი ერთჯერადი ჩაი
და 4 ერთჯერადი შაქარი.
სარესტორნე ფასებს რაც შეეხება, სტანდარტული ხინკალი 2,50 ლარიდან
იწყება, ნახევარლიტრიანი კოკა-კოლა 5 ლარი, ხოლო ნახევარლიტრიანი
წყალიც დაახლოებით, 5 ლარამდე ღირს“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას
ერთ-ერთი დამსვენებელი.
მისივე თქმით, საკმაოდ ძვირი ღირს ტაქსის მომსახურებაც. „სულ რომ 200
მეტრის გავლა მოგიწიოთ, მინიმუმ 10 ლარს იხდით“, -
აღნიშნავს იგი.
მაღალი ფასებით გამოირჩევა გუდაურიც. ერთ-ერთი დამსვენებელი ამ
თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს:
გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:
კვების ობიექტები:
- - 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა
პური
- - ხაჭაპური - 40-45 ლარი
- - ცეზარის სალათა - 40-47 ლარი
- - მწვადი - 4 ნაჭერი - 18-30 ლარი
- - 30 ხინკალი - 84 ლარი (ყველაზე იაფი
ვერსია)
- - ბურგერები - 35-60 ლარი
- - Dunkins ყავა კარამელ მაკიატო - 18 ლარი
- - დესერტი - 2 ცერა თითისოდენა სუფლე - 22
ლარი
- - ვაშლის შტრუდელი - 29 ლარი
- - პიცა პეპერონი - 43 ლარი
- - ნაყინი - 18 ლარი
- +18% მომსახურების…
და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს… „ - წერს
დამსვენებელი.