2023 წელს საწვავის (ბენზინი, დიზელი, ნავთი,) აქციზიდან ბიუჯეტში 539
მლნ ლარი შევიდა
- ამის შესახებ აღნიშნულია ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში
(კონსოლიდაციის გარეშე). აღსანიშნავია, რომ 2022 წელს თანხის მოცულობა
523 მლნ ლარს შეადგენდა.
ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ბენზინის
აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა 303,354,340 ლარი შეადგინა (2022
წელს - 309,646,546 ლარი); დიზელის საწვავის აქციზიდან შემოსავალი
გასულ წელს 235,564,630
ლარი იყო (2022-ში - 213,263,887 ლარი);
ნავთიდან შემოსავალმა კი შარშან 106,636 ლარი შეადგინა (2022 წელს -
99,595 ლარი).
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017
წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი
იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი
დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი
ღირებულების გადასახადი საქართველოში 18%-ია. შესაბამისად, აქციზის
გაზრდილი გადასახადის გარეშე თითოეული ლიტრი საწვავი საშუალოდ 19
თეთრით უფრო იაფი იქნებოდა.
ცნობისათვის, აქციზის გაზრდამდე, ანუ 2016 წელს საწვავის აქციზიდან
ბიუჯეტში 216.2 მლნ ლარი შევიდა, 2017 წელს კი უკვე - 468,9 მლნ
ლარი.