გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები,
2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში,
რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე,
დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის,
ჯამში, 3243 იურიდიული და ფიზიკური
პირი დაჯარიმდა.
„დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1502 ჯარიმა დაწერეს
თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
მძღოლების/მფლობელების სახელზე; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა
ქუთაისში, 564 - ბათუმში, 470 კი, ქალაქ რუსთავში.
3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე
დაიწერა; 458 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1893 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების
მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1164 - მიკროავტობუსის, 185 -
სატვირთო ავტომობილის, 1 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ
ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის
ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე
ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500
და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,
სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის
გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის
www.videos.police.ge საშუალებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.