2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ფეროშენადნობების ექსპორტი,
რეკორდულად, 2,5-ჯერ შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ
ფეროშენადნობების გაყიდვიდან 180,661 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი
მიიღო, რაც ბოლო 7 წლის მინიმუმია. შედარებისთვის, 2022 წელს 459,803
მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წელს - 477,432 მლნ აშშ
დოლარის, 2020 წელს - 247,329 მლნ აშშ დოლარის, 2019 წელს -
303,384
მლნ აშშ დოლარის და ა.შ.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ფეროშენადნობები ყველაზე დიდი
რაოდენობით აშშ-ში გავიდა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 38,2% მოდის,
შემდეგია რუსეთი 26%-ით და თურქეთი 21%-ით.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-5 ქვეყანას, სადაც გასულ წელს
ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა:
- აშშ - 69,077 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთი - 46,798 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 38,275 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 7,338 მლნ აშშ დოლარი
- ალჟირი - 5,827 მლნ აშშ დოლარი