საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან განხორციელებული
საქონლის ექსპორტის მოცულობამ
(არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6,090 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც
9.1 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი
(ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს
შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4
პროცენტით შემცირდა და 2,791 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის
მადნები და კონცენტრატები
არის წარმოდგენილი 474.2 მლნ. აშშ დოლარით,
აღნიშნული სასაქონლ ოჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.0
პროცენტს შეადგენს.
უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 474,2 მლნ დოლარი
(კლება - -53,7%)
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 257,7 მლნ დოლარი (ზრდა -
2,4%)
- ფეროშენადნობები - 180,6 მლნ დოლარი (კლება -
-60,1%)
- აზოტოვანი სასუქები - 158,3 მლნ დოლარი (კლება -
-43,7%)
- მინერალური და მტკნარი წყლები,შაქრის დანამატების გარეშე
- 131,4 მლნ დოლარი (ზრდა - 18%)
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის
დანამატების შემცველობით - 108,2 მლნ დოლარი (ზრდა -
31,4%)
- სპირტიანი სასმელები - 104,6 მლნ დოლარი (ზრდა -
11,1%)
- ელექტროენერგია - 95,4 მლნ დოლარი (ზრდა
13,2%)
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის
სახით - 88,7 მლნ დოლარი (8,9%)
- თხილი და სხვა კაკალი - 85,7 მლნ დოლარი (კლება -
-13,4%)