2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის იმავე თვეთან შედარებით,
ავტომობილებთან დაკავშირებული მომსახურებების დიდი ნაწილი გაძვირდა,
ნაწილი კი გაიაფდა.
ოქტომბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებულია ავტომობილების რეცხვა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ფასები 16.8%-ით არის გაზრდილი.
ამავდროულად, 6.7%-ით არის გაზრდილი ზეთისა და ფილტრების შეცვლის
ფასი. ავტომობილების შეკეთების მომსახურება კი 3.8%-ით გაძვირდა.
საანგარიშო პერიოდში აკუმულატორის ფასები გაიზარდა 5.4%-ით,
საბურავების ღირებულება კი
5.3%-ითაა შემცირებული. ამასთანავე,
წლიურად გაიაფდა სათადარიგო ნაწილები, ამ შემთხვევაში ფასის ცვლილებამ
2.6% შეადგინა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, გაზრდილია როგორც ახალი, ასევე
მეორეული ავტომობილების ფასებიც. ახლის შემთხვევაში ღირებულება
1.5%-ით გაიზარდა, მეორეულის კი, 2.7%-ით.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით
ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის
დონემ ასევე 0.3 პროცენტი შეადგინა.