მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.46 მილიონ
მგზავრს მოემსახურა,
რაც წლიურად 20.6%-იან ზრდას აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, აეროპორტებმა ჯამში მიიღო 1.21 მილიონი
მგზავრი (21.2%-ით მეტი), ხოლო გაემგზავრა 1.24 მილიონი მგზავრი
(20.1%-ით მეტი).
„მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7%
რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. აეროპორტებიდან განხორციელებული
სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8%-ით
აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, -
აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
რაც შეეხება ტვირთებს, საჰაერო ტრანსპორტით საანგარიშო პერიოდში
გადატანილია 69.6 ათასი ტონა ტვირთი. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად
გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (2.5-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის
(3-ჯერ) მოცულობა.
„საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის
მოცულობამ 6.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88% მიღებული ტვირთი და
ფოსტა იყო, ხოლო 12% - გაგზავნილი.
2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო
რეისი განხორციელდა, რაც 89.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.