საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში,
საქართველოდან საზღვარგარეთ 1 686 813 გამყვანი ვიზიტი განხორციელდა.
ამავე ცნობით, ვიზიტების მთავარი მიზანი მეგობრების და ნათესავების
მონახულება გახდა.
მეორე ადგილზეა შოპინგი, ხოლო მესამე ადგილი - დასვენებამ, გართობამ
და რეკრეაციამ დაიკავა.
უფრო კონკრეტულად, გამყვანი ვიზიტების მიზნების მაჩვენებლები
მიმდინარე წლის განმავლობაში ასე გამოიყურება:
- მეგობრების, ნათესავების მონახულება - 565,160 ვიზიტი -
33.5%
- შოპინგი - 552,126 ვიზიტი - 32.7%
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 311,717 ვიზიტი -
18.5%
- პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა - 175,454 ვიზიტი -
10.4%
- მკურნალობა, გაჯანსაღება - 39,651 ვიზიტი -
2.4%
- განათლების მიღება - 21,173 ვიზიტი - 1.3%
- სხვა პირადი მიზნები - 19,765 ვიზიტი -
1.2%
- რელიგია, მომლოცველობა - 1,767 ვიზიტი -
0.1%