„ოცნების“ მთავრობამ 2026 წლისთვის საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე
გათვლილი ვაუჩერის ოდენობები განსაზღვრა.
შესაბამის დადგენილებას, რომელიც 12 იანვრიდან შევიდა ძალაში, ირაკლი
კობახიძემ ხელი 9 იანვარს მოაწერა.
ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული
ვაუჩერის ოდენობები გასულ, 2025 წელთან შედარებით, გაზრდილია.
ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი დამტკიცდა შემდეგი ოდენობით:
საჯარო სკოლებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, რომელთა
მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება
170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 456 ლარი [მაგალითად, იყო 405
ლარი];
206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 426 ლარი;
300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 330 ლარი;
531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარი;
736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარი;
სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 231 ლარი
[იყო 210 ლარი];
მაღალმთიან დასახლებაში კი:
170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 726 ლარი [იყო 660 ლარი];
206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარი;
300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 495 ლარი;
531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარი;
736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 381 ლარი;
სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 330 ლარი
[იყო 315 ლარი];
საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთა
მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება:
170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარი [იყო 435 ლარი];
206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარი;
300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 360 ლარი;
531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 315 ლარი;
736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარი;
სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 261 ლარი
[იყო 240 ლარი];
მაღალმთიან დასახლებაში კი:
170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 786 ლარი [იყო 720 ლარი];
206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 720 ლარი;
300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 555 ლარი;
531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარი;
736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარი;
სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 390 ლარი
[იყო 375 ლარი].
ახალი დადგენილებით:
სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით შერჩეულ საჯარო
სკოლებს, აღნიშნული დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოფათ
დამატებითი დაფინანსება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული
პირის შრომის ანაზღაურებისათვის, კერძოდ:
სკოლის ექიმის შემთხვევაში − 960 ლარი [იყო 800 ლარი]
სკოლის ექთნის შემთხვევაში − 800 ლარი [იყო 670 ლარი]
ასევე + საპენსიო შენატანისათვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი
ხელფასის 2 პროცენტი.
იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის მანდატურის სამსახური,
ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის
ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის − 150 ლარი
[+საპენსიო შენატანისთვის – დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის
2 პროცენტის ოდენობით].
არაქართულენოვან საჯარო სკოლებში/სექტორებზე ბილინგვური განათლების
მიდგომის გამოყენებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის მიზნით,
სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ყოველთვიურად გამოეყოფათ
დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების
სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისათვის − 1130 ლარი [+საპენსიო
შენატანისთვის – დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2
პროცენტის ოდენობით].
მთავრობის ახალი დადგენილებით ცვლილებები „ზოგადი განათლების
დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და
მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“
მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში შევიდა.