„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დაჩქარებული წესით
განიხილავს ცვლილებებს
„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“. ახალი რეგულაციით, მასწავლებელს
ან სკოლის სხვა თანამშრომელს, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობის გამო
შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება, სკოლაში დასაქმება 3 წლის ვადით
შეეზღუდება.
კანონპროექტი ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა. საკომიტეტო
განხილვა ხვალ გაიმართება, საბოლოო მოსმენით დამტკიცება კი ოთხშაბათს
იგეგმება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, დღეს მოქმედი
კანონმდებლობით, ძალადობის გამო გათავისუფლებულ პედაგოგს სხვა
სკოლაში
დასაქმება არ ეკრძალება, რაც მოსწავლეთა უსაფრთხოებას რისკის ქვეშ
აყენებს. ინიციატორების განმარტებით, სამწლიანი შეზღუდვა არის
პრევენციული მექანიზმი, რათა მასწავლებელს მიეცეს ქცევის კორექციისა
და პასუხისმგებლობის გააზრების შესაძლებლობა.