ვაკანსიები ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში
ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლები ახალ კადრებს ეძებენ.

ვაკანსიები მოიცავს როგორც პედაგოგიურ, ისე ადმინისტრაციულ და სამედიცინო პოზიციებს. გთავაზობთ მიმდინარე ვაკანსიების ჩამონათვალს მუნიციპალიტეტების მიხედვით და სავარაუდო სახელფასო ანაზღაურებას:

მარნეული

• სოფელ სიონის საჯარო სკოლა: სპეციალური მასწავლებელი (15 სთ/კვირაში) – ხელფასი: 1000 ლარი. (სავარაუდო)
• სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლა: ფსიქოლოგი (10 სთ/კვირაში) – ხელფასი: 500-700 ლარი.

ბოლნისი

• სოფელ რატევანის საჯარო სკოლა: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი (24 სთ/კვირაში) – ხელფასი: 633 ლარამდე.(სავარაუდო)
• დაბა თამარისის საჯარო სკოლა: ფსიქოლოგი (10 სთ/კვირაში) – ხელფასი: 770 ლარამდე.
• სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლა: მუსიკის მასწავლებელი.

დმანისი

• სოფელ ჯავახის საჯარო სკოლა: სპეციალური მასწავლებელი – ხელფასი: 1000-1500

ლარი. (სავარაუსდო)
• სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა: სკოლის ექიმი (960 ლარი), ფსიქოლოგი (706 ლარამდე) და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
• ქალაქ დმანისის №2 საჯარო სკოლა: სპეციალური მასწავლებელი (18 სთ/კვირაში) – ხელფასი: 500-550 ლარი.

გარდაბანი

• სოფელ ვახტანგისის №1 საჯარო სკოლა: მათემატიკა – ხელფასი: 1870 ლარი.(სავარაუდო)
• სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა: ფიზიკა – ხელფასი: 1700-1800 ლარი.
• სოფელ ვახტანგისის №2 საჯარო სკოლა: სკოლის ექიმი (800 ლარი) და სსსმ პირის ასისტენტი.
• სოფელ კრწანისისა და ლემშვენიერას სკოლები: სპეციალური მასწავლებელი და ფსიქოლოგი.

წალკა და თეთრიწყარო

• წალკა (თეჯისი, არსარვანი, ოზნი): ძირითადად ეძებენ სპეციალურ მასწავლებლებს (ხელფასი 1000 ლარამდე) და სსსმ პირის ასისტენტებს.
• თეთრიწყარო (ორბეთი, წინწყარო): ვაკანტურია საქმისმწარმოებლის (300-330 ლარი), კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტის (400-500 ლარი) და სკოლის ექიმის პოზიციები.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა და განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მასწავლებელთა ვაკანსიების ვებ-გვერდზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები