მერიის ახალგაზრდული საბჭო მარნეულში „ინტელექტის საათს“ გამართავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭო ვიქტორინას, „ინტელექტის საათი“, გამართავს. მარნეულის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 14-დან 18 წლამდე 5 ახალგაზრდისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს.

„ვიქტორინა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ცოდნის, გუნდური მუშაობისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის განცხადებაში

ვიქტორინა ქალაქ მარნეულში, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება. ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღბად მსურველებმა უნდა

შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 28 მაისია. ვიქტორინაში მონაწილეობის მიღებისათვის დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მერიის წარმომადგენელს შემდეგ ნომერზე: 551 34 34 54

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები