მარნეულში პედაგოგებისთვის 5 თემატური ტრენინგი ჩატარდება — რეგისტრაცია დაწყებულია
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისთვის ახალ ტრენინგპროგრამას იწყებს. პროექტის მიზანია განათლების სფეროს წარმომადგენელთა მხარდაჭერა, მათი პროფესიული უნარების განვითარება, თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაცია და ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 5 აქტუალურ თემატურ კურსში:

დროის მართვა და პროფესიული გადაწვის პრევენცია;

კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა;

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

განათლებაში;

ონლაინ და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება;

პროფესიული CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება / გენდერული თანასწორობა.

ტრენინგების პირველ ციკლს გაუძღვება სწავლებისა და განვითარების კონსულტანტი ნინო გურგენიძე, რომელსაც განათლების რეფორმის დაგეგმვასა და პროექტების მართვაში, მათ შორის ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით, 5-წლიანი გამოცდილება აქვს.

პროგრამის მონაწილეები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ, ხოლო სრული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მათ სერტიფიკატები გადაეცემათ. ტრენინგები ჩატარდება პირისპირ (ოფლაინ) ფორმატში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში (მისამართი: ქ. მარნეული, გიორგაძის ქ. #1).

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ონლაინ ბმულზე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები