გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო ტენდერი გამოცხადდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა.
ტენდერი მოიცავს ხუთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ობიექტს და მისი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 42,050.00 ლარს შეადგენს.

პროექტი სრულად ფინანსდება 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.კონკრეტული ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტი შემდეგ სამუშაოებს მოიცავს:
სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია;
ქალაქ გარდაბნის N6 საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია;
სოფელ ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის პირველი სართულის საკლასო ოთახების კარებისა და იატაკის შეცვლა;
სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;
სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 24 ივნისს დაიწყო და 26 ივნისის 12:30 საათამდე გაგრძელდება.

გამარჯვებულმა საპროექტო ორგანიზაციამ დოკუმენტაციის სრული პაკეტი, თანმდევი ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, 45 დღის ვადაში უნდა მოამზადოს.

საპროექტო ეტაპის დასრულების შემდეგ, უშუალოდ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ხუთი სკოლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება 517, 126 ლარით არის განსაზღვრული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები