საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – მინისტრი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბიტურიენტებს გამოცდებზე წარმატებას უსურვებს და აცხადებს, რომ მათი შრომა და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს.

მინისტრის მიმართვაში ნათქვამია:

„ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს. თითოეული გამოცდა ახალი შესაძლებლობებისა და მომავალი წარმატებებისკენ გადადგმული

მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და კომფორტული აკადემიური გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ.

მჯერა, რომ თქვენი მონდომებითა და შემართებით მიაღწევთ დასახულ მიზნებს და თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს“,
– ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები