მარნეულის 16 სოფლის სკოლაში ქართულ სექტორზე პირველკლასელები არ დარეგისტრირდნენ
მარნეულის სკოლების ნაწილში ახლად დამატებული ქართულენოვანი სექტორები მოსწავლეების გარეშე დარჩა

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ყველა არაქართულენოვანი სკოლისთვის ქართულენოვანი სექტორის დამატება სავალდებულო მოთხოვნა გახდა. ამ ახალი რეგულაციის საფუძველზე, მარნეულში მოქმედ 57 არაქართულენოვან სკოლას ქართულ სექტორზე პირველკლასელთა მისაღები ადგილების კვოტის განსაზღვრა დაევალა.

დღეს, 3 ივლისს, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პროცესი ოფიციალურად სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემები

აჩვენებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში, სადაც სკოლებს ქართული სექტორი დაემატათ, გამოყოფილი ადგილები საერთოდ არ შეივსო და სექტორები პირველკლასელთა გარეშე დარჩა.

კერძოდ, არცერთი მოსწავლე არ დარეგისტრირებულა შემდეგი სოფლების სკოლების ქართულ სექტორებზე:

სოფელი ახკერპი – გამოყოფილი 25 ადგილიდან თავისუფალია 25-ვე;

სოფელი დაშტაფა – გამოყოფილი 25 ადგილიდან თავისუფალია 25-ვე;

სოფელი ჩანახჩი – გამოყოფილი 20 ადგილიდან თავისუფალია 20-ვე;

სოფელი ოფრეთი – გამოყოფილი 20 ადგილიდან თავისუფალია 20-ვე;

სოფელი ალმამედლო – გამოყოფილი 15 ადგილიდან თავისუფალია 15-ვე;

სოფელი კიროვკა – გამოყოფილი 10 ადგილიდან თავისუფალია 10-ვე;

სოფელი ხოჟორნი – გამოყოფილი 10 ადგილიდან თავისუფალია 10-ვე;

სოფელი ხანჯიგაზლო – გამოყოფილი 8 ადგილიდან თავისუფალია 8-ვე;

სოფელი შაუმიანი №1 – გამოყოფილი 5 ადგილიდან თავისუფალია 5-ვე;

სოფელ შაუმიანის №3 სკოლა;

ალგეთის №2 სკოლა;

ალგეთის №3 სკოლა;

ქვემო სარალის საჯარო სკოლა;

სადახლოს №1 სკოლა;

სადახლოს №2 სკოლა;

ცოფის საჯარო სკოლა. ცნობისთვის, მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც წელს, საერთო ჯამში, 2000-მდე პირველკლასელის მიღებას ელოდებიან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები