ცნობილია ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ზოგადი უნარების გამოცდა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩაბარებულ ტესტებს ეხება.

"საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტმა უნდა გამოიყენოს ვებგვერდი online.naec.ge, სადაც შესაბამის ველში პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი უნდა მიუთითოს. პირად გვერდზე გამოსაცდელს საშუალება აქვს იხილოს საკუთარი ნაშრომის ასლი და მიღებული პირველადი ქულა", - შეფასებისა და

გამოცდების ეროვნული ცენტრი წერს.

ზოგადი უნარების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე —  მაქსიმალური ქულა 80-ია, ხოლო გადასალახად აბიტურიენტმა სულ მცირე 25 ქულა უნდა დააგროვოს.

ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე - შეფასების სქემა
ზოგადი უნარები სომხურ ენაზე - შეფასების სქემა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები