2026 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეებისათვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის იმ მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, საშუალება აქვთ საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ ცენტრს. ელექტრონული განაცხადების მიღება ვებგვერდზე online.naec.ge დღეს, 4 აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოსაცდელს უფლება აქვს გაასაჩივროს როგორც ერთი,

ისე რამდენიმე დავალება.

სააპელაციო პროცესის დეტალები და გადახდის წესი:
საფასური: ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრება 50 ლარია.

თანხის დაბრუნება: ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში, ან თუ აბიტურიენტი 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს განაცხადს, თანხა სრულად დაუბრუნდება განცხადების საფუძველზე.

გადახდის წესი: საფასურის გადახდა ხორციელდება საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე. გადახდის დანიშნულებაში აუცილებელია აბიტურიენტის პირადი ნომრის მითითება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის — პირადობის/ბინადრობის მოწმობის ან პასპორტის სერიისა და ნომრის ჩაწერა.

გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ საგადახდო პლატფორმით (bogpay.ge), ინტერნეტ/მობილბანკით ან თვითმომსახურების ტერმინალებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები