მარნეულში სასკოლო ფორმების მიღება იწყება - სად და როგორ შეძლებენ მშობლები ფორმების შეძენას
მარნეულში, ჯანდარისა და შულავრის №2 საჯარო სკოლებში, 20 აგვისტოდან ჩინეთიდან იმპორტირებული ახალი სასკოლო ფორმები განთავსდება.

როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ალი გახრამანოვმა განუცხადა, მშობლებს ტანსაცმლის შეძენა 1 სექტემბრიდან შეეძლებათ.

მისივე თქმით, ახალი რეგულაციით, სპეციალური შეღავათებია გათვალისწინებული.

სასკოლო ფორმები უფასოდ გადაეცემათ უკრაინიდან დევნილ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო ფორმების რეალიზაციისა

და ანგარიშსწორების წესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით არის რეგულირებული.

დოკუმენტის თანახმად:
სასკოლო ფორმების ტანსაცმლის რეალიზება ხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული ფიზიკური სივრცეებიდან (რეალიზების პუნქტები/გაცემის ცენტრები) ან/და შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდიდან ონლაინგაყიდვის საშუალებით.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი საბანკო გადახდის ტერმინალი.

ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის გზით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის ჩარიცხვით და საგადახდო დავალების რეალიზების პუნქტში წარდგენით.

ამ ეტაპზე ფორმის ტარება სავალდებულო მხოლოდ პირველკლასელებისთვისაა, ხოლო დანარჩენი კლასების (II–VI) მოსწავლეები ფორმებს ეტაპობრივად მიიღებენ.

სასკოლო ფორმების ფასები

მინისტრის ბრძანების თანახმად, ფორმის თითოეული ერთეულის ფასი ფიქსირებულია და მისი განსხვავებული ტარიფით რეალიზაცია დაუშვებელია. ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:
სასკოლო პიჯაკი (ბიჭი/გოგო): 45 ლარი
სასკოლო შარვალი (ბიჭი/გოგო): 25 ლარი
სასკოლო ქვედაკაბა (მოკლე/გრძელი): 25 ლარი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები