სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სკოლებში
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მანდატურების
შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტური ადგილები ქვეყნის
მასშტაბით, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებშია
გამოყოფილი.
ვაკანსიები ქვემო ქართლის ცენტრში:
ქვემო ქართლის მასშტაბით კადრების შერჩევა შემდეგ ტერიტორიულ
ერთეულებში მიმდინარეობს:
მარნეულის მუნიციპალიტეტი: სოფელი აზიზკენდი (1 ვაკანსია), სოფელი
ქეშალო (1 ვაკანსია);
ბოლნისის მუნიციპალიტეტი: სოფელი ნახიდური (2 ვაკანსია), დაბა კაზრეთი
(1 ვაკანსია), სოფელი
რატევანი (1 ვაკანსია), დაბა თამარისი (1
ვაკანსია);
დმანისის მუნიციპალიტეტი: ქ. დმანისი (2 ვაკანსია), სოფელი ირგანჩაი
(2 ვაკანსია);
გარდაბნის მუნიციპალიტეტი: სოფელი ყარაჯალა (2 ვაკანსია);
თეთრიწყარო: ქ. თეთრიწყარო (1 ვაკანსია);
წალკა: ქ. წალკა (3 ვაკანსია).
ვაკანსიები სხვა რეგიონებში:
კონკურსი ასევე
გამოცხადებულია
თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში,
რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და
სამცხე-ჯავახეთში.
საკონკურსო მოთხოვნები და პირობები:
მანდატურობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე
21 წლის ასაკიდან, ფლობდეს სახელმწიფო ენას, ჰქონდეს სრული ზოგადი და
პროფესიული ან უმაღლესი განათლება, არ ჰქონდეს ნასამართლობა და
ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამებოდეს სამსახურებრივ
მოვალეობებს.
თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 500 ლარს (დარიცხული).
შერჩევის ეტაპები და განაცხადის წარდგენა:
კონკურსი მოიცავს განაცხადების გადარჩევას, გასაუბრებას, ფიზიკური
მზაობის შემოწმებასა და პოლიციის აკადემიაში თვე-ნახევრიანი
მოსამზადებელი კურსის გავვლას.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2026 წლის 23
სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
კანდიდატმა განაცხადი მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე უნდა შეიტანოს და
ელფოსტის „თემაში“ (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის დასახელება.