საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თურქეთის უნივერსიტეტებში 50 ადგილი გამოიყო
საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თურქეთში სახელმწიფოს დაფინანსებით, 100%-იანი გრანტით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა შეიქმნა.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის „ბურსების“ პროგრამის ფარგლებში, თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში 50 ახალი სასწავლო ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ უწყებებთან შეთანხმება მიღწეულია.

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლის 4 წლის განმავლობაში სტუდენტების მგზავრობის, საცხოვრებლის, სწავლისა და სხვა ხარჯებს თურქეთის ბურსების პროგრამა დაფარავს.

წლევანდელი 50-ადგილიანი კვოტა შემდეგნაირად არის

გადანაწილებული:
  • 10 ადგილი – თეოლოგიის მიმართულებაზე;
  • 2 ადგილი – სტომატოლოგიის მიმართულებაზე;
  • 2 ადგილი – ქართული ენისა და ლიტერატურის (ფილოლოგიის) მიმართულებაზე;
  • 36 ადგილი – პედაგოგიური მიმართულების სპეციალობებზე.
დაინტერესებულ პირებს საბუთების გაგზავნა 2026 წლის 15 ოქტომბრამდე შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან Facebook-ის გვერდის Messenger-ის მეშვეობით.

საჭირო დოკუმენტებს შორისაა ატესტატის ასლი, პასპორტის ასლი, ასევე კანდიდატისა და მისი ოჯახის შემადგენლობის შესახებ მოკლე ინფორმაცია CV-ის (ავტობიოგრაფიის) სახით.

საბუთების მიღების დასრულების შემდეგ ჩატარდება კონკურსი და პირისპირ გასაუბრება-გაცნობის ეტაპი. შერჩეული კანდიდატები სწავლის გასაგრძელებლად შეთავაზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გაიგზავნებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ კოორდინატორ ქაზანფარ მამედოვს.

საკონტაქტო ტელეფონი: +995 595 09 77 78

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები