თსუ-ს სტუდენტების საყურადღებოდ: SOCAR-ის დაფინანსებისთვის განაცხადის შევსების ვადა 28 სექტემბრამდეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაცემების SOCAR-ში გაგზავნისთვის სტუდენტების თანხმობაა საჭირო.

ამის შესახებ ინფორმაცია SOCAR-ის წარმომადგენლებმა Facebook-ზე გაავრცელეს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! თქვენი მონაცემების SOCAR-ში გაგზავნისთვის უნივერსიტეტი სტუდენტების თანხმობას ითხოვს. შესაბამისად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქვემოთ

მითითებული ფორმა“,
– აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფორმის შევსების ბოლო ვადა 28 სექტემბერია. ინფორმაციის თანახმად, სტუდენტების მონაცემები, რომლებიც ფორმას არ შეავსებენ, SOCAR-ში არ გაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ ფორმა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა შეავსონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები