სპეციალურ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა შესარჩევ კონკურსში და გაიზიარონ რამდენიმე სკოლის ინკლუზიური განათლების პრაქტიკა
2018-05-04მარნეულში 29 სპეც. მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა , გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლის კლასში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები.
კონკური მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ცხადდება.

როგორც მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი ჩვენთან საუბარში ამბობს მარნეულის მასშტაბით სულ 74 სკოლაა და 29 სპეც. მასწავლებელი.

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ასევე ინკლუზიური განათლების კოორდინატორებსაც ექნებათ.

რპგორც etaloni.ge – ს ვებგვერდზე ვკითხულობთ კონკურსის შედეგად შერჩეული 30 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მიმდინარე წლის 14 მაისს განაწილდება შვიდ სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორები (ხელმძღვანელები). თითოეული სუპერვიზორი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს 4-5 მასწავლებელთან.

რეგიონული სასწავლო ტური პირველად ცენტრის მიერ 2016 წელს განხორციელდა და აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარა სამიზნე ჯგუფს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 მაისის ჩათვლით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები